ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილზე - საქართველოში ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება, საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“.

ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ „ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ“.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან „ტატუნაშვილის ცხედარი უკვე ორი კვირაა, რაც სამხრეთ ოსეთშია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა