იაპონიაში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა

იაპონიაში საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაში – Foodex Japan 10 ქართული კომპანია მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის გახსნის ცერემონიალში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე მონაწილეობდა.

გახსნის დღეს იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა. ღონისძიებას სომელიეები, ბიზნეს კომპანიების და პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ქართველი და იაპონელი მომხსენებლის გამოსვლა მოისმინეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.

გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართა იაპონური ღვინის კონკურსის “საკურა“ დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც კომპანია გრანპრი „დურუჯი ველის“ ღვინოს მიენიჭა. ცერემონიალზე საქართველოს საელჩო წარდგენილი იყო როგორც კონკურსის საპატიო სტუმარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა