კიევში ერთ-ერთ რესტორანს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს

კიევის ცენტრში უცნობმა პირმა ერთ-ერთი რესტორნის ტერასის მისამართით ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ კიევის პოლიციის პრესსამსახური იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, რესტორანში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება ღამით შევიდა. ადგილზე მივიდა საგამოძიებო ჯგუფი და სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პოლიციელებმა რესტორნის პერსონალი გამოკითხეს და კამერების ჩანაწერები წაიღეს. სათვალთვალო კამერებზე ასახულია, თუ როგორ მოდის რესტორანთან უცნობი პირი და ყუმბარმტყორცნიდან სროლას იწყებს“, - ნათქვამია პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „სხვისი ქონების განადგურების ან დაზიანების“ მუხლით არის აღძრული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა