სოზარ სუბარი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ბაზალეთში, 8-სართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და შენობაში ლიფტის დამონტაჟებას ითხოვდნენ. ამ მიმართულებით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში 118 167 ლარი გამოიყო და დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში არსებული პრობლემები გადაიჭრა.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით კი, ამავე შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოეწყო.

უწყების ცნობით, ამ დრომდე, დევნილ ოჯახებს საბავშვო ბაღამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღს 9 აღსაზრდელი ჰყავს. გარდა ამისა, შენობაში დევნილი ოჯახებისთვის ბიბლიოთეკა და საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა