ზაზა სოფრომაძე - გუდაურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც შვედი ტურისტის ორსულობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, გუდაურში დაშავებულებისგან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება, საიდანაც ერთი კლინიკიდან დღეს გაეწერება. სოფრომაძის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ერთ მათგანს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალურია. გართულებას ადგილი არ აქვს და ვფიქრობთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დანარჩენი პაციენტებიც გაეწერებიან კლინიკიდან," - განუცხადა ჟურნალისტებს სოფრომაძემ ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტების მონახულების შემდეგ.

რაც შეეხება "მედიქლაბ ჯორჯიაში" მოთავსებულ კიდევ ერთ ტურისტს, როგორც სოფრომაძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა ის ტრანსპორტირებისას მწოლიარე რეჟიმში უნდა იყოს, რადგან 15 კვირის ორსულადაა.

"მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ალბათ, უახლოეს დღეებში გაეწერება და დაბრუნდება სამშობლოში. რადგანაც ის გახლავთ 15 კვირის ორსული, სასურველია, რომ მწოლიარე რეჟიმში მოხდეს მისი ტრანსპორტირება, თუმცა, ორსულობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა სოფრომაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს