ექიმის ინფორმაციით, გუდაურში დაშავებულს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილური მდგომარეობა აქვს და მკურნალობას პალატაში გადის

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას ინფორმაციით, გუდაურში დაშავებული ოთხი ადამიანიდან რეანიმაციულ განყოფილებაში არცერთი არ არის. ამის შესახებ გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილური მდგომარეობა აქვს და პოსტოპერაციულ მკურნალობას პალატაში გადის, თუმცა, ის ინტენსიური დაკვირვების და მონიტორინგის ქვეშაა.

„ამ დროისთვის კლინიკაში რჩება ოთხი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც აბსოლუტურად სტაბილურია, მათი სასიცოცხლო პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი ემზადება გასაწერად. დარჩენილ პაციენტებს მკურნალობა უგრძელდებათ, ჩაუტარდებათ კვლევები და მათი გაწერის შესახებ ამის შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, ის პალატაში მკურნალობს, თუმცა, მასზე ინტენსიური მეთვალყურეობა და მონიტორინგი გრძელდება. კონკრეტულად რამდენი დრო დასჭირდება მას კლინიკაში დასაყოვნებლად, სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით. გაუმეორდება კვლევები და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა გელანტიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს