ანონსი 21 მარტი

21 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიმართება ქალაქ თბილისსა და ქალაქ მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერის ცერემონია, რომელაც ხელს მოაწერენ თბილისის მერი კახა კალაძე და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი.
მის.: თავისუფლების 2 -თბილისის საკრებულო
საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 00 49 31
21 მარტს, 18:30 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას საკრებულოს, მერიის, მთავრობის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის, საპატრიარქოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

























