გუდაურის საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის პირველადი შედეგი დღეს გახდება ცნობილი

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის პირველადი შედეგი დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კომპანია „ბიურო ვერიტასის“ პირველად დასკვნასთან დაკავშირებით პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიფინგს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად ჯამში 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უკრაინის , შვედეთის და რუსეთის მოქალაქეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს