ანონსი 27 მარტი

27 მარტს, 18:00 საათზე, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში ექსპერტებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები
მის: დადიანის ქ. #8
საკონტაქტო პირი ეკო კვანტალიანი - 595 52 30 34
27 მარტს, 18:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის N19 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
მის.: თბილისი, ზღვის უბანი (თემქა) XI მ/რ, მე-2 კვარტალი 32-32ა-33-33ა-34 კორპუსების მიმდებარედ
27 მარტს, 18:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. მის: ლეონიძის 11 ა.
27 მარტს, 18:00 საათზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთის კულტურის მინისტრის დადგენილების საფუძველზე, ნესტან ნიჟარაძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალერის ორდენს გადასცემს.
მის.: საფრანგეთის რეზიდენცია. გ. ჭანტურიას ქ. 5, სართული 8 (მშრალი ხიდის მიმდებარედ, სასტუმრო თორის პირდაპირ).
საკონტაქტო პირი: თამარ ქათამაძე : 599 704 152
27 მარტს, 19:30 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ ვირტუოზი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი ახალი, მე-9 ალბომის LIVE “55” (CD-DVD) პრეზენტაციას გამართავს.
მის.: იოანე შავთელის ქ. #17

























