ანონსი 30 მარტი

30 მარტს, 18.00 საათზე, „ჯანსაღი ცხოვრების წესის" კამპანიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ნაკრებსა და კასპის საფეხბურთო გუნდ „გენერალს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება
ლისის ტბის მიმდებარედ არსებული ფეხბურთის სტადიონი
30 მარტს, 18:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N19 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ გამართავს შეხვედრას, სახელწოდებით: „პროფესიული განათლება მომავლისათვის - ადამიანური რესურსების განვითარებისა და დასაქმების ზრდის შესაძლებლობა“.
მის.: ჩარგლის ქ. N73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, III სართული, შეხვედრების დარბაზი N305
30 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო სტუდენტური თეატრი "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერას გამართავს.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
30 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო ფოტოგამოფენის ”საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირი ნინო მღებრიშვილი - 591 14 31 85, 599 02 85 30
30 მარტს, 19:00 საათზე, სახალხო ლიტერატურული პროექტის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" მეორე სეზონის წარდგენა გაიმართება.
მის: ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.

























