საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი და კონტროლის განხორციელების სტანდარტები სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დამტკიცდება

მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის განხორციელების სტანდარტებს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაამტკიცებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესის და კონტროლის განხორციელების სტანდარტების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ასევე შემუშავების პროცესშია ავტორიზაციის წესის 2 დანართი - ავტორიზაციის პროცესში გამოსაყენებელი თვითშეფასების კითხვარი და ავტორიზაციის პროცესში ჩართული ექსპერტების შერჩევის, საქმიანობის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს.

აღნიშნულ დოკუმენტებზე მუშაობა, სავარაუდოდ აპრილში დასრულდება, რის შემდეგაც მათ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს