მესტიაში, სადაც „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ელოდებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია ქურდიანმა განუცხადა.
„ჩვენ ადგილეზე ვრჩებით და არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, ხალხი მოგვემატა. გვითხრეს გუბერნატორი მოდისო და ველოდებით. ვფიქრობ მოლაპარაკების მიზნით ჩამოდის“, - აღნიშნა ქურდიანმა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მესტიაში გუშინ შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იმყოფებოდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საბანაძემ მათ სთხოვა ტექნიკისთვის გზა გაეხსნათ და ისინი გაეტარებინათ, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ადგილობრივებმა გუშინ გზა გადაკეტს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს.