ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჰამბურგში კონცერტი გამართა

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჰამბურგის ცნობილ საკონცერტო დარბაზში ElbPhilharmonie კავკასიის საერთაშორისო ფესტივალი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით დახურა. სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე აღიარებული ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი წარსდგა.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone შეასრულა, ასევე სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2. საღამო ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების The Silver Sun პრემიერით გაიხსნა. ელბფილარმონიის მაყურებელმა ქართველი შემსრულებლები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

აღნიშნული კონცერტით გაიხსნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წლის მანძილზე გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიოს პირველი კლასის საკონცერტო დარბაზების სიას ჰამბურგის ElbPhilharmonie გასულ წელს შეემატა. პროექტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ერთი წლის მანძილზე, ElbPhilharmonie-მა ორ მილიონამდე მსმენელს უმასპინძლა. „შვეიცარული კომპანიის მიერ შექმნილი შენობის უნიკალური აქტიტექტურისა და მდებარეობის გამო, კონცერტებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ბილეთის ყიდვა თვეებით ადრეც კი შეუძლებელია. გიგანტური აგურების საძირკველზე ნაშენ შუშის შენობას სამი მხრიდან ქალაქის მდინარე ესაზღვრება. 850 მილიონად ღირებული დარბაზი, რომელიც 10 წლის მანძილზე შენდებოდა, იაპონური კომპანიის Yasuhisa Toyota მიერ შექმნილი უნიკალური აკუსტიკით ხასიათდება. ერთი წლის მანძილზე ElbPhilharmonie ორ მილიონამდე მსმენელს უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა