გიორგი ვაშაძე - ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა გია გაჩეჩილაძე და რატომ დაიწყო გინება

ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირება შეაფასა.

"ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა ეს ადამიანი, რატომ დაიწყო გინება. ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ. ხელისუფლებამ დაკარგა საკუთარი სახე", - განაცხადა ვაშაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ, გიორგი ვაშაძე და გია გაჩეჩილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კომიტეტის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა