2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა

2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Allnews.ge ავრცელებს, რომელსაც მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ მშენებლობებს, საქსტატის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში საქართველოში სულ 9 270 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა, განაშენიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ქვეყანას 1752 ახალი შენობა შეემატა. ამასთან, მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2016 წელსაც, როდესაც 1568 ახალი შენობა აიგო.

2010-2017 წლებში საქართველოში აშენებული საცხოვრებლის რაოდენობა ასე გამოიყურება - ქვემო ქართლი - 1900; მცხეთა-მთიანეთი - 676; იმერეთი - 647; აჭარა -461; კახეთი- 346; სამეგრელო-ზემო-სვანეთი - 292; სამცხე-ჯავახეთი - 280; გურია - 221; შიდა ქართლი - 160; რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

იხილეთ სტატია სრულად

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა