ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილისთვის ე.წ. ნარკოკარტელში მის ჩართულობაზე განცხადებები ღიმილის მომგვრელია

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განცხადებით, არანაირ ე.წ. ნარკოკარტელში არაა ჩართული და ამაზე ყველა განცხადება მისთვის ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატმა გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გიორგანაშვილის მიერ ჯაბა ხულორდავასთან ერთად რაიმე ქმედების განხორციელებას ადასტურებს.

"საქმის მასალებს ვეცნობი და ასევე მაქვს ინფორმაციები ჩემი კოლეგებისგან. ახალი ამ საქმეში პრაქტიკულად არაფერი არ არის. სარწმუნო მტკიცებულებების რა გითხრათ, მაგრამ იმის მტკიცებულება, რომ გიორგი გიორგანაშვილმა რაიმე მოქმედება განახორციელა ჯაბა ხულორდავასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში, არ არსებობს. ასევე მინდა შეგახსენოთ პროკურატურის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე ჯაბა ხულორდავას საქმეს გიორგანაშვილის საქმე გამოეყო, ვინაიდან მათ შორის კავშირი არ დადასტურდა", - განაცხადა მახარაძემ.

რაც შეეხება შსს-ს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, გიორგანაშვილის საქმეზე გამოძიების გაგრძელებაზე, რომლითაც, შესაძლოა, უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა მოხდეს, ადვოკატის თქმით, მას ეეჭვება, რომ გამოძიებამ რაიმეს მიაკვლიოს.

"თუ მუშაობენ, იმუშაონ. თუმცა ძალიან მეეჭვება რამეს მიაკვლიონ და იპოვონ, ვინაიდან გიორგი გიორგანაშვილის განცხადებით, ის არანაირ ე.წ. ნარკოკარტელში ჩართული არაა და მისთვის ეს განცხადებები ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა მახარაძემ.

გიორგანაშვილს ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა