ირაკლი კობახიძე დიუსელდორფის გერმანული და საერთაშორისო პარტიების სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დიუსელდორფის გერმანული და საერთაშორისო პარტიების სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს, პროფესორ მარტინ მორლოკს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონმდებლობის რეფორმის აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

„ხაზგასმით აღინიშნა რეფორმის განხორციელებისას საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრა ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა