”ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს

ბათუმის საზღვაო პორტში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, გამართული კონსულტაციების შემდეგ, „ყაზტრანსოილისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მიმართვის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება შეჩერდეს ამ ეტაპზე რეორგანიზაციის პროცესი, - ამის შესახებ შპს ”ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის გარკვევამდე და პორტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გადაწყვეტილების პოვნამდე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

”ობიექტურობის გაზრდის მიზნით, პორტმა უკვე შექმნა შრომით კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების კომისია, რომელსაც, კოლექტივის მოთხოვნის გათვალისწინებით, უხელმძღვანელებს „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“ და არა ადმინისტრაცია. აღნიშნული კომისია მზად არის შეუდგეს მუშაობას.

კანონით განსაზღვრული ყველა ფორმალობის დაცვის მიზნით, დღეს, წერილი ჩვენს კოლეგებსა და პროფკავშირს გაეგზავნება. მოვუწოდებთ ყველა მუშას და პროტესტის მონაწილეს, იმოქმედონ გაწონასწორებულად, კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით”, - განაცხადა დანიარ მუხამედ რახიმ.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე თანამდებობიდან შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" გენერალური დირექტორი დანიარ მუხამედ რახიმი არ გადადგება. მოშიმშილეების განცხადებით, რეორგანიზაციის შეწყვეტის მიუხედავად პროტესტს არ შეწყვეტენ. ისინი ახალი ხელმძღვანლობის დანიშვნას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა