ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საჩუქრად ახალი მამოგრაფი გადასცა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვივნენ და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, Siemens-ის ფირმის ახალი მამოგრაფი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ( IAEA) გადასცა. ტექნიკის გადმოცემასთან ერთად, სააგენტომ Siemens-ის სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყო ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგებისა და მამოგრაფერების გადამზადება.

მერიის ინფორმაციით, ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება.

მათვე ცნობით, უფასო გამოკვლევები მოიცავს - ძუძუს კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 40-დან 70 წლის ჩათვლით; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 25-დან 60 წლის ჩათვლით; პროსტატის კიბოს სკრინინგს მამაკაცებისთვის 50-დან 70 წლის ჩათვლით; კოლორექტული კიბოს სკრინინგს განურჩევლად სქესისა 50-დან 70 წლის ჩათვლით; ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევას ქალებისთვის 25-დან 70 წლის ჩათვლით.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება მამოგრაფიული გამოკვლევა ორ პროექციაში (ორი რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), მამოლოგის მიერ გასინჯვა, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა.

„თბილისის მერია რამდენიმე წელია ახორციელებს ნაადრევ ეტაპზე დაავადებათა კონტროლს და ყველა ადამიანს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უფასოდ შეუძლია ჩაიტარონ გამოკვლევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა მისი დამარცხების წინაპირობაა“, - აღნიშნა სოფო ხუნწარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა