პროექტის - “10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში ორდღიანი ბრმა დეგუსტაცია დასრულდა

პროექტის - “10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში, ბრმა დეგუსტაცია დასრულდა. პროექტში მონაწილეობა ღვინის 40-მა კომპანიამ მიიღო, მათგან რჩეულებს კი ღვინის ექსპერტების 5-კაციანი გუნდი ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე გამოავლენს. „საფერავი“, „მუკუზანი“, „ხვანჭკარა“, „ახაშენი“ და „ქიმძმარაული“ - სწორედ ამ სახეობის ღვინოების რჩეულ მწარმოებლებს გამოავლენენ ღვინის ექსპერტები ბრმა დეგუსტაციის მეორე ეტაპზე.

”პროექტის ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” მეორე ეტაპი დასრულდა. ჩვენ ჩავატარეთ ორდღიანი დეგუსტაცია, რომელშიც ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. მათ აარჩიეს ის კომპანიები, რომლებიც რჩეული ღვინის კონკრეტულ ღვინოებს წარმოადგენენ. ხვალიდან დავიწყებთ შედეგების შეჯამებას და რჩეული კომპანიები ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი”, - განაცხადა „პალიტრა მედიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ანანო თავხელიძემ.

ღვინის ექსპერტი მიშა მესხი პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დასასრულს მართლაც გამორჩეული ქართული ღვინოების გამოვლენას შეძლებენ. ”პროექტი ძალიან საინტერესო და ინოვაციურია. მასში ჩართულია როგორც სამოყვარულო სეგმენტი, ასევე სპეციალისტები. შესაბამისად, შედეგი აბსოლუტურად ობიექტური იქნება და მართლაც ხარისხიანი ღვინის გამოვლენას შევძლებთ. დეგუსტაცია დახურულია და ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ამა თუ იმ ღვინის მწარმოებლები. მხოლოს ღვინის ჯიშისა და მოსავლის წლის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ბევრი კარგი ღვინო დავაგემოვნეთ. რქაწითელის და ქისის რამდენიმე ნიმუში კი განსაკუთრებით მოგვეწონა”, - განმარტა ღვინის ექსპერტმა მიშა მესხმა.

ღვინის ბრმა დეგუსტაციაში 4 ქართველ კოლეგასთან ერთად ფრანგი ბასტიან ვარსკოტიც მონაწილეობდა. მას ქართული ღვინო განსაკუთრებით მოსწონს და როგორც აღნიშნავს, რჩეული ღვინოების გამოვლენა არც ისე მარტივი იყო.

”პროექტი მართლაც გამორჩეულია. განსაკუთრებით კი ბრმა დეგუსტაციების საშუალებით რჩეული ღვინოების გამოვლენის პროცესია საინტერესო. მე რქაწითელისა და მწვანეს რამდენიმე ღვინოს გამოვარჩევდი. ზოგადად, ქართული ღვინო კი საოცარია და სწორედ ამიტომ ვარ მე საქართველოში. მისი მრავალფეროვნება და ღვინის კეთების ტრადიციები მომწონს. საქართველოში ევროპული წესითაც ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ”, - აღნიშნა მეღვინე ბასტიან ვარსკოტიმ.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება პროექტის პრომოუშენი და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში გაეშვება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა