სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას მოიცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, დღეს სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაოდგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.

მათივე ინფორმაციით. კვლევა საქართველოს მასშტაბით, სამ ძირითად ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა.

„სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა საქართველოში ტურისტების ზრდის ტრენდმა. 2017 წელს თბილისის სასტუმროების კატეგორიათა უმრავლესობისთვის გაიზარდა დატვირთულობის კოეფიციენტი. სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით კვლავ თბილისი და ბათუმი გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდები არა მხოლოდ აღნიშნული ქალაქებით, არამედ ქუთაისით და საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტებითაც დაინტერესდნენ. მოსალოდნელია, რომ 2021 წლამდე საქართველოს სასტუმროების ბაზარს 6,700-ზე მეტი ნომერი შეემატება.

2017 წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა და 176,000 კვ.მ. შეადგინა. გაზრდილი მიწოდების 53% King David Business Center-ზე მოდის, რომელმაც A კლასის ბიზნეს ცენტრებს 12,000 კვ.მ შემატა. ახალმა მიწოდებამ გამოიწვია ბაზარზე ვაკუნტურობის ზრდა. A კლასის ოფისებში ფასები 4%-ით შემცირდა, ხოლო A- და B+ კლასებში ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა.

2017 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში 276,000 კვ.მ. შეადგინა. წლის მეორე ნახევარში გაიხსნა „გალერეა თბილისი“, სადაც წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა H&M;, Calvin Klein Jeans, Karl Lagerfeld, Armani Exchange და Lacoste. მოთხოვნის ზრდა განაპირობა როგორც ბაზარზე უკვე არსებული ადგილობრივი ბრენდების გაფართოებამ, ასევე ახალი საერთაშორისო წარმომადგენლობების შემოსვლამ. რაც შეეხება კომერციულად აქტიურ ქუჩებს, შეინიშნება ფასების შემცირება პეკინის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე 5% და 10%-ით შესაბამისად, ხოლო რუსთაველზე 10%-იანი ზრდა ფიქსირდება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს მოიცავს. თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას. ახალაშენებულ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძველში - 612 აშშ დოლარს უტოლდება. ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 1%-ით შემცირდა“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევა ასევე მოიცავდა ინდუსტრიული და სასაწყობე ბაზრის კვლევასა და გართობის სექტორის მიმოხილვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა