ვლადიმერ პუტინი - სკრიპალების ინციდენტის შესახებ მედიიდან შევიტყვე - „ნოვიჩოკის“ დამზადება დაახლოებით 20 ქვეყანაში შეიძლებოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ დამზადება დაახლოებით 20 ქვეყანაში იყო შესაძლებელი. ამის შესახებ პუტინმა ანკარაში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასკომის სხდომაზე სკრიპალების საქმეზე საბოლოო წერტილი იქნება დასმული. მე ინციდენტის შესახებ მედიიდან შევიტყვე, ხოლო „ნოვიჩოკის“ დამზადება დაახლოებით 20 ქვეყანაში შეიძლებოდა“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პორტონ-დაუნში მდებარე ბრიტანული ლაბორატორიის დირექტორმა განაცხადა, რომ ლაბორატორიის თანამშრომლებმა ვერ დაადგინეს ქვეყანა, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ იყო დამზადებული.

რუსეთის ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა