აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს გაძევებული დიპლომატების ახალი დიპლომატებით ჩანაცვლება შესთავაზა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს გაძევებული დიპლომატების ახალი დიპლომატებით ჩანაცვლება შესთავაზა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Yahoo News იუწყება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მოსკოვს შეუძლია არ შეამციროს დიპლომატიური მისიის საერთო დასაშვები რაოდენობა.

„რუსეთის მთავრობას შეუძლია აკრედიტაციები მოითხოვოს თავის დიპლომატიურ მისიაში ვაკანტური პოზიციების შესავსებად. თითოეული აკრედიტაცია ცალკე იქნება განხილული“, - განაცხადეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ იმ მოცემულობიდან გამომდინარეობენ, რომ რუსეთი ასევე მიიღებს ახალ ამერიკელ დიპლომატებს.

„რუსეთს არ მოუწოდებია ინფორმაცია ჩვენი დიპლომატიური მისიის თანამშრომლების საერთო დასაშვები რაოდენობის შემცირების შესახებ“, - აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც ცნობილია, სერგეი სკრიპალის საქმეზე დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნით აშშ-მა 60 რუსი დიპლომატი გააძევა და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო დახურა. რუსეთმა აღნიშნულის საპასუხოდ, რუსეთიდან 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევებასთან ერთად სანკტ-პეტერბურგში მდებარე აშშ-ს საელჩო დახურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა