განათლების სამინისტრო - თბილისში უახლესი სტანდარტების ახალი სკოლა აშენდა

თბილისის მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას ახალ შენობაში გააგრძელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, უახლესი სტანდარტებით მიმდინარე სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნო, სადაც სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ამჟამად შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის მე-100 საჯარო 1895 წლიდან ფუნქციონირებდა. საქართველოში ის ერთ-ერთი უძველესია შენობა იყო, რადგან 1804 წელს აშენდა. შესაბამისად, ატიპიური ნაგებობა თანამედროვე სკოლის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ არა ერთი ექსპერტიზისა და სხვა წარმოშობილი პრობლემების გამო, ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადაც მოზარდები სწავლას 2018-2019 სასწავლო წლიდან გააგრძელებენ .

„მნიშვნელოვანია, რომ უახლესი სტანდარტებით მიმდინარე სკოლის პროექტში გათვალისწინებულია შეკიდული აკუსტიკური ჭერები; ვინილის იატაკები და BMS-სისტემის დამონტაჟება. აღნიშნული სისტემა მოიცავს უკაბელო რადიოსიხშირულ კავშირში ჩართული მოწყობილობების ერთიან ფუნქციონირებას შენობის უსაფრთხო და ეფექტური მართვისთვის. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის, განგაშის ღილაკის მოწყობა; აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით; განათების მოწყობა სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის უჯრედში); ელექტრო ფარის მართვა; ჰაერის ხარისხის კონტროლი; სამზარეულოში გაზის გაჟონვის სენსორი; სასკოლო კარის გაღების დეტექტორი“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა