დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთს ვუთხარი, რომ თუ სირიაში ჩვენი დარჩენა გსურთ, ალბათ, ამისთვის გადახდა მოგიწევთ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დაადასტურა სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის სურვილი. „სირიაში ჩვენი მთავარი მისია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციაა. ჩვენ თითქმის განვახორციელეთ ეს ამოცანა. ჩვენ სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპის თქმით, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის აშშ-ს მოკავშირეებთან ერთად.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საუდის არაბეთს შესთავაზა სირიაში აშშ-ს ჯარების დარჩენის დაფინანსება.

„საუდის არაბეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი გადაწყვეტილებით. მე მათ ვუთხარი, თუ გინდათ, რომ სირიაში დავრჩეთ, ალბათ, ამისთვის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაზე. მისი თქმით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ მეთაურობს, ერაყში და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების თითქმის 100% გაწმინდა.

აღსანიშნავია, რომ 29 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ „აშშ მალე დატოვებს სირიას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა