სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.

კანონპროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, შემდგომ კი პარლამენტს გადაეგზავნება.

„განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად იქნა შემუშავებული ინიციატივა, რომელიც მანდატურის ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ზომების გატარებას და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდას. პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. ასევე, ამ ცვლილების შედეგად, მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. კერძოდ, ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება. ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა