ელენე ხოშტარია უმრავლესობას - პატივი ეცით თქვენს მიერ მიღებულ ნორმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს გარანტირებული

პატივი ეცით თქვენს მიერვე მიღებულ ნორმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს გარანტირებული, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

ხოშტარიამ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, პატივი სცენ კანონით უმცირესობისათვის განსაზღვრულ კვოტას იმისთვის, რომ დამკვირდეს სტანდარტი და შეიქმნას კარგი პრეცედენტი დემოკრატიის სასარგებლოდ.

“ოპოზიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად განმეორებით ხდება იმ კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თქვენ წინა სხდომაზე ჩააგდეთ. წინა ჯერზე, ჩემდა გასაკვირად, საუბარი იქამდე დაიყვანეთ - კარგი გოგოა თუ არა ნინია კაკაბაძე, მოგწონთ თუ არა ნინია კაკაბაძე, მისი ფასეულობები და პოლიტიკური პოზიცია. მეგობრებო, თქვენ გაქვთ სრული უფლება არ მოგწონდეთ ნინია კაკაბაძე და არ იზიარებდეთ არც მის ფასეულობებს და არც მის პოლიტიკურ პოზიციას. მეტიც, თქვენ გაქვთ უფლება ძალიან მოგწონდეთ ზაზა შათირიშვილი, რომელიც არის რუსეთის მეხოტბე, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მეხოტბე და რომელიც ნატოს ეძახის ანაქრონიზმს და არასასარგებლო ორგანიზაციას. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის არსებობაში მოქალაქეებს, მათ შორის გაჭირვებულ მოქალაქეებს ვართმევთ ფულს და თქვენს გუნდშიც კი თანხმდებით, რომ 52 მილიონ ლარს ძალიან არასასარგებლო პროექტში ხარჯავთ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ მრავალტანჯულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავდეს სამეურვეო საბჭო და სამეურვეო საბჭოში გარანტირებულად იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. კანონში არ წერია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ამ კანდიდატის მოწონება-არმოწონებაზე - წერია ის, რომ კანონით არის გარანტირებული ოპოზიციის წარმომადგენლის საბჭოში ყოფნა. ამით ტელევიზიას, რომელიც არის ვასილ მაღლაფერიძისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი კანტორა, არაფერი ეშველება, მაგრამ საუბარია იმ მინიმალურ ტესტზე, რომ პატივი სცეთ თქვენს მიერ მიღებულ დემოკრატიულ ნორმას - გარანტირებული იყოს სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლობა“, - მიმართა ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტს, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა კიდევ ერთხელ წარუდგინა. სახალხო დამცველმა პარლამენტს იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა შესთავაზა.

საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა