ნუკრი ქანთარია უმრავლესობიდან დეპუტატების შესაძლო გასვლაზე - თუ საქმე ასე გაგრძელდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს

თუ საქმე ასე გაგრძელდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, - ასე უპასუხა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად მოსალოდნელია გედევან ფოფხაძის ანალოგიური გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ სხვა დეპუტატებმაც მიიღონ.

ქანთარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევა პრინციპული საკითხი იყო.

“კაკაბაძის კანდიდატურა წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შემოსული. იმის მიუხედავად, რომ მაშინ იყო კოალიცია, რომელშიც სხვადასხვა პარტიები ერთიანდებოდა, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და ხმა არ მივეცით. ჩავთვალეთ, რომ ეს ქალბატონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობას სხვადასხვა მიზეზების გამო არ იმსახურებს - მათ შორის მისი დამოკიდებულებების გამო რელიგიის მიმართ და ასე შემდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის ნაწილმა ხმა მისცა და ის ბორდის წევრი გახდა. გედევან ფოფხაძეს კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით პრინციპულად ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია, რომ მან უმრავლესობის დატოვება იჩქარა. როგორც ჩანს, ეს არის მისი ემოციური გადაწყვეტილება. ზოგადად, მომავალში გამორიცხული არაფერია - საჭიროა გუნდი პრინციპულ საკითხებზე ჩამოყალიბდეს, თუ ვინ სად დგას. ეს არ არის იმ ამომრჩევლის შეკვეთა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის განწყობა და პოზიცია უნდა გავიზიაროთ, რადგან სწორედ მათ მოგვიყვანეს პარლამენტში და აბსოლუტურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება სხვა სახელს იძენს, რაც პერსპექტივისთვის კარგი არ არის“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კაკაბაძე 55-ხმით აირჩიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა