საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა-მარტინს და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გააცნო პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მისი თქმით, 2017 წელი საქართველომ 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდით დაასრულა, 2018 წლის თებერვალში იყო 5,5%, ხოლო პირველ ორ თვეში - 4,9% შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნეს, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური აქტივობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისიის წევრებს ასევე გააცნო საქართველოს ეკონომიკური ვითარების მიმართ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FITCH-ის ბოლო შეფასების შესახებ. კერძოდ, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.

მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მოგების გადასახადის რეფორმას, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. კერძოდ, 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

”რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონპროექტზე, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზე. ასევე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის სექტორებში მიმდინარე ტენდენციები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მათი განვითარებისკენაა მიმართული“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა