მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მუსიკალურ ფესტივალს გამართავს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დეტალებზე ისაუბრეს.

ფესტივალის მიზანია ხელი შეეწყოს ახალ თაობაში სახელოვნებო დარგების და კერძოდ, სასიმღერო ხელოვნების განვითარებას, მუსიკალური რეპერტუარის მუდმივ განახლებას, ქართული სასიმღერო ნაწარმოებების შექმნას და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციას.

გარდა ამისა, ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შესაქმნელად, რადგან ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური კოლექტივებისათვის ყოველთვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული მუსიკალური ნაწარმოებები.

„იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდება ძალიან ბევრი კომპოზიტორი და პოეტი, რომლებიც შექმნიან ახალ, ქართულ საბავშვო რეპერტუარს, რადგან დღესდღეობით ძალიან მწირია ეს რეპერტუარი. ვიმედოვნებ, რომ ის, რაც ახლა შეიქმნება, მომავალ თაობებს დარჩება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

„ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სიმღერის (მუსიკის ან/და ლექსის) ავტორებს ასაკის შეუზღუდავად. ფესტივალის დებულების შესაბამისად, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. მონაწილე ავტორების მიერ წარმოდგენილ ახალ სიმღერებს შეასრულებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, სასახლის პირველი მუსიკალური ფესტივალის ფინალი - გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოება შემოდგომაზე გაიმართება.

მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებისათვის საბუთების მიღება დაიწყებულია. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა