მამუკა ბახტაძე - საინვესტიციო პროექტების ათვისება გრაფიკით მიმდინარეობს, ყველაფერი არის ძალიან მაღალი პროგრესით

საინვესტიციო პროექტების ათვისება გრაფიკით მიმდინარეობს, ყველაფერი არის ძალიან მაღალი პროგრესით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ზოგიერთ პროექტში იმაზე მეტი წინსვლაა, ვიდრე გრაფიკით იყო გათვალისწინებული.

„ძალიან პოზიტიური დინამიკაა მიმდინარე ხარჯების შემცირების თვალსაზრისითაც. ბუნებრივია, 3 თვის პერიოდი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავაკეთოთ პროგნოზები მიმდინარე წელთან დაკავშირებით, ალბათ, უპრიანი იქნება ამაზე 6 თვის თავზე ვისაუბროთ, მაგრამ ტენდენცია ამ ნაწილშიც ძალიან დამაიმედებელია“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე ხარჯების შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესია.

„წინა წელს 40 მილიონი იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ნაწილში და 100 მილიონი - შრომითი ანაზღაურების ნაწილში. შრომითი ანაზღაურების ნაწილში წელსაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია, პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის ნაკლებობაა წინა წელთან შედარებით. წინა წელს მოგეხსენებათ თითქმის 100 მილიონი ლარი იყო შემცირება. ტრენდი არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა