მიხეილ ჩინჩალაძე - არანაირი ბერკეტი და სურვილიც არ მაქვს, რომ მოსამართლეებზე გავლენა მოვახდინო

ჩემზე ყველაფრის დაბრალება ისე, რომ არანაირი არგუმენტი არ გვქონდეს, ვფიქრობ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ბოლო დროის განმავლობაში მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმად ”სასამართლო სისტემაში მას დიდი გავლენები აქვს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩინჩალაძის გარეშე არ მიიღება”.

მიხეილ ჩინჩალაძე ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ მას სურვილიც კი არ გააჩნია, ვინმეზე ზეგავლენა მოახდინოს.

ამ კონტექტში ჩინჩალაძე მოსამართლეთა კონფერენციას გამოეხმაურა, სადაც საბჭოს ერთი მოსამართლე წევრი, თამარ ონიანი აირჩიეს. ჩინჩალაძის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც მასზე გავლენების დაბრალება მიზანმიმართული დისკრადიტაციის მცდელობაა.

"მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა - როდესაც ადამიანი რაიმე საკითხს აყენებს, მას უნდა ჰქონდეს თავისი არგუმენტები. რა გავლენა უნდა მქონდეს მე?! მე არ ვარ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება, ბოლო არჩევნებს (მოსამართლის) ათასგვარი მითქმა-მოთქმა იყო. მათ შორის ამბობდნენ იმას, რომ ერთ-ერთი მამაკაცი წევრი გიორგი ტყავაძე გადიოდა და რაღაც საკითხების არასწორი ინტერპრეტირება მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ სხვა კანდიდატი გავიდა. შესაბამისად, ჩემზე ყველაფრის დაბრალება ისე, რომ არანაირი არგუმენტი არ გვქონდეს, ვფიქრობ, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა და ამას რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. არანაირი ბერკეტი მე არ მაქვს, რომ მოსამართლეებზე რამე გავლენა მოვახდინო და არც სურვილი, რა თქმა უნდა”, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

მისივე განმარტებთ, როდესაც მას გავლენებს აბრალებენ, ამას დასაბუთება სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა