საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა სტუდენტებმა ნატო-ს დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღნიშნეს

4 აპრილი ნატო-ს დაარსების დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში გორის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო კაპიტანმა შტეფან ანიქოფერმა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ უმასპინძლეს და საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ესაუბრნენ.

თავდაცვის უწყების ცნობით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალიწინებულ ინიციატივებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პესპექტივებზე ინფორმაცია მიიღეს. სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს სტუდენტებს მათთვის მოწყობილი ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენის დათვალიერებისა და სიმულაციური სწავლების ცენტრის მონახულების საშუალებაც ჰქონდათ.

წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 69-ე წლისთავი აღინიშნება. სტუდენტები ვაზიანში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა