დაკავებული „ქართული მარშის“ წევრების გათავისუფლების მოთხოვნით „რუსთავი2“-ის შენობასთან აქცია იმართება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შენობასთან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და არასამთარვობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და მათ ოფისთან დაკავებული „ქართული მარშის“ წევრების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება წაიკითხეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები და პოლიტიკური პატიმრები. მათი შეფასებით, არ დაურღვევიათ კანონი ისე, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირებას განახორციელებენ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, რომლებიც სამაუწყებლო კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა