ოზურგეთის მერი ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე დღეს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, განადგურებული ინტერიერი, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ცარიელი ვიტრინები, მტვრიანი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები და უმოქმედო საგამოფენო დარბაზები - ეს არის ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის დღევანდელობა.

მუზეუმი ამ მდგომარეობაში 2016 წლის დეკემბრიდანაა. როგორც მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, ფოლკლორის ცენტრის მშენებლობის დროს, რომელიც შენობის მარცხენა ფლიგელში განთავსდა, ვიტრაჟების მონტაჟისას მუზეუმის ინტერიერი მთლიანად დაზიანდა.

მძიმე მდგომარეობაა მუზეუმის ფონდსაცავში, სადაც ათასობით არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპონატს, უძველეს მხატვრულ ტილოებს ნესტი ანადგურებს.

„მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო წერილი ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელობისგან აქ არსებული კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. ადგილზე იმყოფებოდნენ ჩემი მოადგილეებიც. ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს მუზეუმის მთლიანი რეაბილიტაცია. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს თანხების მოძიება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა. წერილით მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ გადავარჩენთ ჩვენი ქალაქის მთავარ ღირსებას-ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა