არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, არის აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი ძმებისკენ გადადგმული ნაბიჯი

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, არის აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი ძმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა აპირებს ინიციატივების განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშესახები სარგებლის მიღების, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წასახალისებლად.

„გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის შესაძლებლობა მათთვის; ასევე, ჩვენი მხრიდან ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზება და სამოქალაქო აქტების გაცემის გამარტივება - სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა და სათქმელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებასთან.

ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივა სწორი გზავნილია და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას ემსახურება", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

არჩილ თალაკვაძის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა