ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გაფიცულ თანამშრომლებთან მოსალაპარაკებლად დღეს "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლებს ელოდებიან

ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილლაევი აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურის დირექტორის გადაყენება პრეროგატივა არ არის.

თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყაზახეთიდან ელოდებიან ოფიციალურ პირებს და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გააჟღერებენ. ჯუმადილლაევის თქმით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ფინანსური კრიზისი არ არის.

"ხელისუფლების პროცესებში ჩარევას არ ვადასტურებ, პირიქით, ბიზნესგარემო კარგია. ყაზახური და ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამას ვუფრთხილდებით. პორტში რთული ვითარებაა ტვირთბრუნვებთან დაკავშირებით, თუმცა, არა ფინანსური კრიზისი. მე არ მაქვს დირექტორის გადადგომის საკითხის დაყენების კომპეტენცია. "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლები ჩამოვლენ, ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ", - აღნიშნა მან.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 6 თანამშრომელი ამ დრომდე შიმშილობს. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა