შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად გაემგზავრნენ

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი - დაშავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იტყობინება, შემთხვევის ადგილზე მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა