დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცებისთვის 262 800 ევრო გამოიყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის “დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულების მიხედვით, 4 დაცული ტერიტორიის მეგობართა ასოციაცია 262 800 ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ალგეთის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების მიზანია ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება მცირე ბიზნესის განვითარებაში.

“დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათი დახმარებით, საშუალება გვქონდეს გავაუმჯობესოთ დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღევანდელი ხელშეკრულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა, საკონსულტაციო ჯგუფ (GFA)-ს დირექტორმა რამაზ გოხელაშვილმა და მეგობართა ასოციაციების დირექტორებმა მოაწერეს.

პროექტი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA) უზრუნველყოფს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა