დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, გრინვიჩისა და ლონდონის (UCL) უნივერსიტეტების პროექტები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში

ლონდონში, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების საბჭოსა და მიდლსექსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ რიგით მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, რომელსაც წარმოადგენდა რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და ვიცე-რექტორი თეა იმედაძე.

კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან საქართველო იყო პირველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფერენციაში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოხსენება ეხებოდა პროფესიული დოქტორანტურის დანერგვის საჭიროებას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყენებითი დარგების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად, რომელიც განაპირობებს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში კვლევებისა და მეცნიერების ინტეგრირებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს.

კონფერენციის შემდეგ გამართულ სამუშაო შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ლონდონის უნივერსიტეტის (UCL) აკადემიური პროგრამების განვითარების დეპარტამენტი უშუალოდ ჩაერთვება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების განვითარების პროცესში (სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება). კერძოდ, გაზიარებული იქნება სადოქტორო პროგრამების ფარგლებში სწავლებისა და კვლევების განხორციელებისას კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართულობის ბრიტანული მოდელი, შესაბამისი მიმართულებით მოხდება კვლევებისა და სწავლების მეთოდებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება და განათლების სადოქტორო პროგრამის დანერგვა-განხორციელება.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე გრინვიჩის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მოდელის გათვალისწინებითა და აკადემიური პერსონალის სრული მხარდაჭერით დაინერგება ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2020 წელს კვლავ წარდგება ბრიტანეთში, რიგით მე-7 სამეცნიერო კონფერენციაზე ვრცელი მოხსენებით, რომელშიც ასახული იქნება ანგარიში ორი წლის განმავლობაში ერთობლივად გაწეული სამუშაოების შესახებ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა