გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო- ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილია. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს: რუსეთი (52.2 მლნ დოლარი), ევროკავშირი (42.6 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (23.2 მლნ დოლარი), თურქეთი (22.2 მლნ დოლარი), უკრაინა (16.5 მლნ დოლარი) და ყაზახეთი (11.1 მლნ დოლარი).

მათივე ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 11.8 მლნ აშშ დოლარით (38.1%) გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და თხილის ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, სპირტიანი სასმელები 6.6 მლნ (121.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.9 მლნ (61.7%) და თხილი 1.6 მლნ (13.8%) აშშ დოლარით.

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (41.9 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (32.3 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (28.5 მლნ აშშ დოლარი) და თხილი (18.6 მლნ აშშ დოლარი).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა