ლისზე დღეს სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, "სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის" - დევიზით, დღეს ღონისძება გაიმართება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სპორტული ღონისძიებები 10:00 საათიდან, საფეხბურთო ტურნირით დაიწყება, 11:00 საათზე დაგეგმილია მძლეოსნური გარბენი, 12:00 საათიდან კი მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში.

ლისის ტბაზე გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა, მეკლდეურობა, კალათბურთი, ნარდი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, მჯდომარე ფრენბურთი პარა ფრენბურთი), სროლა, აფროსნობა, ხელბურთი, სპორტული თევზჭერა, სკეიტერების საჩვენებელი გამოსვლა, მძლეოსნური გარბენი(სტარტი, ფინიში), კანოე პოლო, მშვილდოსნობა, პეტანკა, საავიაციო სპორტი, ფეხბურთი, ბავშვთა რაგბი, ფრისბი, მხიარული სტარტები. პატარებისთვის მოწვეული არიან სამხატვრო ისნტრუქტორები.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დასწრება თავისუფალია და ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

„სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. იმავე წელს, მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველომ გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება, შეუერთდეს ამ დღის აღნიშვნას. 2018 წლიდან კი საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უერთდება. წელს პირველად, 23-30 სექტემბერს თბილისსა და რეგიონებში სლოგანით BEACTIVE 100-ზე მეტი მასობრივი სპორტული ღონისძიება გაიართება, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 10 000-ზე მეტი ადამიანის ჩართვა იგეგმება.

აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 3 წელია იმართება. საქართველო ერთ-ერთი პირველია არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ამ მასშტაბურ მასობრივ სპორტულ აქტივობას უერთდება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს