გაერო-ში რუსეთის ელჩი - სირიაში აშშ-ს და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობებში ხულიგნობას წარმოადგენს

სირიაში აშშ-ს და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობებში ხულიგნობას წარმოადგენს, - ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

"ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საეჭვო გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისას აგრესორი ქვეყნები ყველა ცოდვაში ასადს ადანაშაულებენ. ბოლო დროს კი მოდაში შემოვიდა პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრება, რომელიც მათი ვერსიით, ვერ ახერხებს დიქტატორის შეკავებას", - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

მისივე თქმით, ყველაფერი ხდება წინასწარ მომზადებული სცენარით, რაც მოიცავს პროვოკაციას, ცრუ ბრალდებებს, განაჩენსა და სასჯელის აღსრულებას.

"თქვენ ასე გსურთ საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა? ეს ხულიგნობაა საერთაშორისო ურთიერთობებში და არცთუ ისე უწყინარი ხულიგნობა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ბირთვულ ზესახელმწიფოებზე", - აღნიშნა გაერო-ში რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება