აკაკი ზოიძე - ჩვენი გუნდი იქნება ჭეშმარიტი გუნდი და არა ერთ ნოტაზე მოცეკვავე ადამიანები

უმრავლესობა არის ცოცხალი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, გუნდში კონსულტაციები და დისკუსიები გრძელდება.

" სხდომა ჩატარდება. ჩვენ შიგნით კონსულტაციებს, საუბრებს, დისკუსიებს ვაგრძელებთ იმისათვის, რომ ის კონკრეტული თემები, რაც პრობლემურად იყო აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, კომუნიკაციის ნაკლებობის თემები, მთლიანად აღმოვფხრათ. უმრავლესობა არის ცოცხალი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პრცესები არის ჯანსაღი და საბოლოო ჯამში, ამით ყალიბდება გუნდურობა. ჩვენი გუნდი იქნება ჭეშმარიტი გუნდი და არა ერთ ნოტაზე მოცეკვავე ადამიანები. ასეთი ტიპის გუნდის წევრად ვგრძნობ თავს და ამაყი ვარ", - განაცხადა ზოიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება