სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ნიკოლ ფაშინიანს პრემიერობის კანდიდატად წარადგენს

სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „იელქი“ ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ დეპუტატმა ედმონ მარუქიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ფაშინიანის ასარჩევად 105 დეპუტატიდან 53-ს თანხმობაა საჭირო. ამასთან, ფრაქციები „იელქი“ და „წარუკიანი“ 40 ხმას აგროვებენ, კიდევ 13 ხმის მიღებას კი ოპოზიცია მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან და „დაშნაკცუთიუნის“ პარტიიდან აპირებს.

ამასთან, “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის ვაჰრამ ბაღდასარიანის განცხადებით, მათი ფრაქცია პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ჩვენი ფრაქცია ერთიანია და საკუთარი კანდიდატი გვეყოლება“, - აღნიშნა ბაღდასარიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა 23 აპრილს დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს