სოფელ ქვეშთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი სერგო დარბაიძე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქვეშის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული სოფლის მცხოვრები სერგო დარბაიძე დააკავეს. 55 წლის სერგო დარბაიძე პირუტყვს მწყემსავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

























