ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე ერთი წელია ახალი მენეჯმენტია, რომელიც რეიტინგისა და ხალხის ნდობის ზრდას გვპირდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირად არ ასახულა ხარისხზე

საინფორმაციო გადაცემები არის ისევ მიკერძოებული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ საზოგადეოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმა წევრმა, ნინია კაკაბაძემ საია-ს კვლევის "რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?" პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უმთავრესი პრობლემები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებლში არსებობს, ბიუჯეტის გაუმჭვირვალობას, ასევე რეიტინგისა და ხალხის ნდობის ნაკლებობას უკავშირდება.

"მთავარი პრობლემა, პირველ რიგში, არის ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა, რაზეც აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა დღევანდელ დირექტორს და მენეჯმენტს. მეორე - ამ კვლევამ აჩვენა რამდენად დიდია ტელევიზიის დაფინანსება და რომ ეს არანაირად არ აისახება რეიტინგზე. უკვე ერთი წელია არის ახალი მენეჯმენტი, რომელიც რეიტინგისა და ხალხის ნდობის ზრდას გვპირდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირად არ ასახულა ხარისხზე. პრობლემა აქ არის ის, რომ მთავარი მაყურებელი ჰყავს საინფორმაციო გადაცემებს. საინფორმაციო გადაცემები კი არის ისევ მიკერძოებული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ძალიან დიდი სხვაობებია შიდა დაფინანსებებს შორის. მაგალითად, პოლიტიკურ გადაცემებს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვთ, განსაკუთრებით, იმ ხალხს, რომლებიც GDS-დან არის გადმოსული,” - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა