შვედეთში ქართული ღვინისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი მიმდინარეობს

შვედეთში,საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტი - „შვედეთის საუკეთესო კერძი“ მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან - Stockholmsmassän თანამშრომლობით, სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს"და "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" მხარდაჭერით ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე ჟიურის წევრები ყოველი თვის გამარჯვებულს შეარჩევენ. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი გაიმართება 11 სექტემბერს, ნორდიკულ რეგიონში ღვინისა და კვების უმსხვილესი გამოფენის Stockholm Food & Wine ფარგლებში. ფინალში გამარჯვებულს მთავარ პრიზად საქართველოში გასამგზავრებელი საგზური გადაეცემა.

კონკურის ამსახველი ინფორმაცია, შვედურ ენაზე, განთავსებულია ვებგვერდზე - http://www.sthlmfoodandwine.se/sveriges-paradratt?sc_lang=sv-se, სადაც მითითებულია უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული ვრცელი მასალის ამსახველი მომდევნო გვერდზე გადასასვლელი ბმული - http://www.sthlmfoodandwine.se/georgien/welcome-to-georgia?sc_lang=sv-se

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა