ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ადგილობრივ ბიზნესმენებს მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციები გააცნო. ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

მათივე ცნობით, შეხვედრაში, რომელიც ზუგდიდის "ტექნოპარკში" გაიმართა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ბიზნესისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.

„ბიზნესის წარმომადგენლებთან გვქონდა ტრადიციული შეხვედრა, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი შეხვედრის შემდეგ ვმართავთ. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, ეს არიან კომპანიები, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტების სერვისებით. ძირითადი კითხვები ინფლაციასთან დაკავშირებით დაისვა, ასევე ვისაუბრეთ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე და მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობაზე. იყო შეკითხვები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რაზეც ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ავხსენით დეტალები საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, საუბარია პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალურია, მოვისმინეთ მათი კომენტარები და მივაწოდეთ ამომწურავი პასუხები ამ თემაზე. ვფიქრობ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა