ესტონეთის კინოს მუზეუმში ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „საშიში დედის“ პრემიერა გაიმართა

„ესტონეთის კინოს მუზეუმში“ ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „საშიში დედის“ პრემიერა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „საშიში დედის“ პრემიერა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კომპანია Allfilm-თან თანამშრომლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ესტონეთის ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული ელჩები და ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა, ეიკი ნესტორმა გახსნეს.

ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია რეჟისორთან, ცნობილი ესტონელი კინოკრიტიკოსის ტრისტან პრიიმაგის მოდერატორობით. კინოჩვენების პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.

„პროექტი განხორციელდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღნიშვნის ეგიდით და წარმოადგენს წლის განმავლობაში ამ ისტორიული თარიღის წარმოჩენისათვის საელჩოს მიერ შემუშავებული პროგრამის ნაწილს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა